понедельник, 20 ноября 2017 г.

გაკვეთილის გეგმა




საგანი--გეოგრაფია  კლასი-- VII
თემა: წყლის მოძრაობა ოკეანეში
მოსწავლის  პროფილი--20 მოსწავლე

გაკვეთილის მიზანი:
 მოსწავლე ფიზიკური  რუკისა და  ტექსტიდან   მოპოვებული   ინფორმაციის  საფუძველზე, ყოველჯერზე შეძლებს  განასხვავოს ოკეანური დინებები თბილი და ცივი დინებებად და დააჯგუფებს მათ  ოკეანების მიხედვით იმსჯელებს და ახსნის  დინებების გავლენას ხმელეთის ჰავის ფორმირებაზე.                           

როვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:                                                                              გეო. VII. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელობა ჰიდროსფეროს  შესახებ.                         

შედეგი მიღწეულია თუ:   
მსჯელობს ოკეანის წყლის თვისებებზე( მარილიანობა, ტემპერატურა) და ოკეანური დინებებზე.                                                                                                                         
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ -ჩვევები:                                                 
მოსწავლეს აქვს:         
რუკის კითხვის და ინფორმაციის დახარისხების უნარი         
 მოძიებული ინფორმაციის წარდგენის უნარი.
 იცის როგორ იცვლება წყლის ტემპერატურა  განედების მიხედვით. 
 შეფასება და თვითშეფასება:  

განმავითარებელი შეფასება--უკუკავშირი. სიტყვიერი კომენტარი.   
 განმსაზღვრელი --ანალიტიკური შეფასების რუბრიკა.
თვითშეფასების კითხვარები მოსწავლეებისათვის/ გასასვლელი ბილეთი/
 
სასწავლო მასალა და რესურსები:               
ვიდეო მასალა, მოძიებული ნაბეჭდი ტექსტი. ფიზიკური რუკა.ფერადი ფურცლები. ფორმატის ფურცლები. ფლიფჩარტი. მარკერი ნოუთბუქი. პროექტორი.

აქტივობა N;1  კლასის ორგანიზება ინდივიდუალური-დრო 10წთ.
მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალების შემოწმება და გაკვეთილის მიზანის
გაცნობა.

აქტივობის მიზანი:
  მოსწავლე შეძლებს დაასახელოს არანაკლებ ორი თვისება, რომელიც ახასიათებს ოკეანეს ( ტემპერატრა. მარილიანობა.) შეძლებსახსნას  მარილიანობის და ტემპერატურის განაწილება განედების მიხედვით.

აქტივობის აღწერა:
  გაკვეთილის მიზანს ვაკრავ კედელზე მოსწავლეთა მოლოდინების შექმნის მიზნით
შემდეგ ჩხირების მეთოდით ვიწყებ დავალების შემოწმებას. მაქვს წინასწარ გამზადებული ჩხირები, რომელზეც აწერია მოსწავლის სახელი და გვარი. შემთხვევითობის პრინციპით ვიღებ  თითო ჩხირს და კითხვას ვუსვამ იმ მოსწავლეს, რომელიც მონიშნულია ჩხირზე. თუ ერთი მოსწავლე ვერ გასცემს პასუხს დასახმარებლად სხვა მოსწავლეს დავეკთხები.  კითხვები:
1. თემატური რუკის მიხედვით დაადგინე, სად არის მარილიანობა და ტემპერატურა:  ა) მაღალი   ბ) დაბალი
2.  როგორია წყლის მარილიანობა ოკეანის ზედაპირზე და   მის სიღრმეში?
3. რა კანონზომიერებას ექვემდებარება ოკეანეში წყლის მარილიანობისა და ტემპერატურის განაწილება?
4. რუკის მიხედვით განსაზღვრე:  ა) რას უდრის საშუალო ტემპერატურა ეკვატორულ, ტროპიკულ, ზომიერ და პოლარულ განედებში?
ბ) მოძებნე რუკაზე წითელი და თეთრი ზღვა, დააკვირდი მათ გეოგრაფიუკ
მდებარეობას და ახსენი მათი დაბალი (მაღალი) მაღალია მარილიანობის მიზეზი?...

( კითხვებს მეტი ვიზუალურობის მიზნით ვუჩვენებ პროექტორით.
აღნიშნული მეთოდით ასევე ვააქტიურებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას და ვზრდი მოტივაციას)


აქტივობა N2

ჯგუფური სამუშაო-სასწავლო მენიუ. 15წთ
აქტივობის მიზნი:

1. მოსწავლე ჩემს მიერ მიწოდებული ტექსტისა და ფიზიკური რუკის დახმარებით განასხვავებს ოკეანურ დინებებს წითელი და ლურჯი ისრებით, ცხრილში ჯგუფებს დინებებს მსოფლიო ოკეანეების მიხედვით.
2. ხსნის (მსჯელობს) რა კავშირშია ოკეანური დინებები მიმდინარე ჰავის ფორმირებაზე.
( მაგ. რატომ არ იყინება წყალი ატლანტის ოკეანის 60 გრადუსიდან პარალელზე;
ან რა კავშირშია ელ-ნინოს დინებასა უდაბნო ატაკამას შორის.

აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს პირველი მეორეზე გათვლით ვყოფ სამ ჯგუფად თითოეულ ჯგუფს ვურიგებ ბარათებს სადაც წერია
                                         "სავალდებულო"

       "შეთანხმებით"
         "არჩევითი"
კითხვები.  იქვე ვაძლევ ინსტრუქციას მათი გამოყენების შსახებ.

"სავალდებულო"-ამოწერეთ ფიზიკური რუკიდან თბილი და ცივი დინებები და დააჯგუფეთ ისინი მსოფლიო ოკეანეში გავრცელების მიხედვით.
"შეთანხმებითი"- აღწერეთ გოლფსტრიმის, პერუს, კუროსიოს დინებები. ( ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფთან  შეთანხმების საფუძველზე ირჩევს ერთ-ერთს. მასალა ნაბეჭდი სახით მიწოდებულია ჩემს მიერ) 


"არჩევითი"-ა.ახსენით, რა გავლენას ახდენს დინებები მიმდინარე ტერიტორიების ჰავის ჩამოყალიბებაზე.
                      ბ. სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერ და პოლარულ განედებში ოკეანის წყალი უფრო ცივია, ვიდრე ჩ.ნახევარსფეროში. რითი აიხსნება ეს განსხვავება
                      გ. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა გვინეის ყურეში ჩაგდებული ბოთლი აღმოჩნდეს ამერიკის ან ევროპის სანაპიროზე? დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება.
( ამ ორი კითხვიდან ჯგუფი ირჩევს მხოლოდ ერთ კითხვას და პასუხობს მას ).
     პარალელურად  ჯგუფებს ვურიგებ სამი ფერის ფერად ფურცლებს, რომელსაც იყენებსნ ჯგუფში მუშაობისას: თუ ყველაფერი ადვილად გაიგეს იყენებენ მწვანე ბარათებს. გაუ
გებარი პასუხის დროს აწევენ წითელ ბარათს რაც გულისხმობს მასწავლებლის დახმარებას. ყოყმანის და ორჭოფობის დროს წევენ ყვითელ ბარათს. მთელი აქტივობის დროს რიგებს შორის დავდივარ და საჭიროების შემთხვევაში ვაძლევ რეკომენდაციებს.
  თუ მოსწავლეები ჩათვლიან რომ ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ნაბეჭდი  ტექსტის სახით არასაკარისია მათთვის ( ან მიონდომებენ პრეზენტაციის წარდგენისას PP) ინტერნეტი მექნება ტელეფონით გააქტიურებული.
ვუკონკრეტებ სამუშაო დროდ 15წთ. ხოლო პრეზენტაციისთვის 3-3 წთ.

აქტივობა N3
 პრეზენტაცია 10წთ.

 აქტივობის მიზანი: მოსწავლეები ჯგუფში დამუშავებულ ინფორმაციას წარმოადგენდნენ სასურველი ფორმით სამი წუთის განმავლობაში.
 

აქტივობის აღწერა: ჯგუფიდან ერთი ან ჯგუფის ყველა წევრი ( ჯგუფის გადაწყვეტილებით) პასუხობს ბარათებზე დასმულ კითხვებს ზეპირად ან ფლიფჩადზე დაწერილს. იყენებენ რუკას ან სხვა თვალსაჩინოებას.




შეფასება. 5წთ

განმსაზღვრელი შეფასებისთვის ვიყენებ ანალიტიკური შეფასების რუბრიკას, რომელიც გაკრული მაქვს მიზანთან ერთად კედელზე.

განმავითარებელი შფასება: კომენტარი  .... უკუკავშირი.

თვითშეფასება: მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების კითხვარს.








          გასასვლელი ბილეთი მოსწავლეთა თვითშეფასებისთვის.



1. რითი იყო ეს გაკვეთილი ჩემთვის მნიშვნელოვანი და რატომ?

----------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------


2. ამ გაკვეთილმა ხელი შემიწყო ვყოფილიყავი:

     აქტიური
     ნაკლებად  აქტიური
     უმოქმედო


3. ჯგუფში მუშაობისას ჩემი აზრი:
 
  არ იზღუდებოდა
  იზღუდებოდა


4. ამ გაკვეთილში ყველაზე მეტად მომეწონა

----------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------


ანალიტიკური შფასების რუბრიკა
კრიტერიუმი 1
არადამაკმაყოფი
ლებელი
2
დამაკმაყოფილებელი
3
კარგი
4
ძალიან კარგი
ოკეანური
დინებების
კლასიფიკაცირე
ბის უნარი
ვერ ახერხებს
ოკეანური
დინებების
დაჯგუფებას.
აჯგუფებს ოკეანურ
დინებების მხოლოდ
თბილ და ცივ
დინებებად.
შეუძლია განასხვავოს
დინებები
ტემპერატურის
მიხედვით.დაჯგუფოს
მსოფლიო ოკეანეების
მიხედვით უშვებს
მცირე უზუსტობებს.
ახდენს ოკეანური
დინებების
კლასიფიცერებას
ტემპერატურისა და
განლაგების
მიხედვით.
მსჯელობის და
დასკვნის
გაკეთების უნარი
ვერ ხსნის
ოკეანური
დინებების
გავლენას
მიმდებარე
ტერიტორიის
ჰავაზე
იღბს მსჯელობაში
მონაწილეობას,თუმცა
ვერ ახერხერხებს მის
ახსნას და დასკვნის
გაკეთებას.
მსჯელობს და ხსნის
ოკეანური დინებების
გავლენას
ჰავაზე.თუმცა მოჰყავს
არასაკმარისი
არგუმენტები.
მსჯელობს და ხსნის
დინებების
გავლენას ჰავაზე
მოჰყავს ერთი ან
რამდენიმე
მაგალითი და
აკეთებს დასკვნას


             


   რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე

ჩემი გაკვთილის  მიზანი იყო მოსწავლეებს  ფიზიკური რუკისა და ტექსტიდან მოპოვებული იფორმაციის საფუძველზე    ისინი შეძლებენ განასხვაონ ოკეანური დინებები და დააჯგუფონ ცივი და თბილი  ოკეანური დინებები მათ ოკიანების მიხედვით, იმსჯელებენ და ახსნიან დინების გავლენას ხმელეთის ჰავის ფორმირებაზე.  ამ  მიზნის მიღწევის შემთხვევაში ისინი კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალიწინებული სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევ შედეგებისადმი. ეს შედეგებია:

გეო.7მოსწავლეს  შეუძლია მსჯელობა ჰიდროსფეროს შესახებ.
მსჯელობს ოკეანის წყლის თვისებებზე (მარილიანობა,ტემპერატურა) და ოკეანურ დინებებზე

გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებული იყო აქტივობების შედეგად შუალედურ მისაღწევ შედეგებზე გასვლა, რომლებიც ემსახურებოდნენ საბოლოო მიზნის მიღწევას
პირველი აქტივობა განხორციელდა შემდეგნაირად
გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებისთვისწინარე ცოდნის და მოტივაციის შექმნის მიზნით ვუსვამ მარტივ შეკითხვებს და თან ვახდენდი მათი მოსაზრებების გასამყარებლად ჩხირების საშუალებით  დავეკითხებოდი კითხვებს
ამის შემდეგ გაკვეთილის გეგმის მიხედვით  მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში  მათ ქონდათ სავალდებულო, შეთანხმებითი და არჩევითი კითხვები მათ ეს შეკითხვების პასუხები დაიტანეს ფლიფჩარტზე მიმდინარეობდა ჯგუფური მუშაობა ვუბიძგებდი მოსწავლეებს ტექსტისა და ფიზიკური რუკის გამოყენებით ეთანამშრომლათ ერთმანეთთან.
გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი ფასილიტატორი ვყოფილიყავი ეტაპობრივად დავხმარებოდი მოსწავლეებს და მიმეცა  მათთვის აქტიურად მოქმედების შესაძლებლობა  მოსწავლეები მართლაც აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთიულო პროცესში.
ჩემი აზრით, ამგვარად წარმართული პროცესი ესადაგებოდა   სწავლა კეთებით პრინციპს კერძოდ იმას რომ სწავლა აქტიური პროცესია მოსწავლე თავად  აგებს ცოდნას მასწავლებლის მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლე ხომ უკეთ ითვისებს მაშინ როდესაც საკუთარი გამოცდილებით წყვეტს პრობლემას მასწავლებლის ინსტრუქციების დახმარებით
ვინაიდან გაკვეთილზე  გამოყენებული იქნებოდა ჯგუფური მუშაობა მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისშივე გავაცანი ჯგუფური მუშაობის წესები თუმცა მომიწია მათთვის ამ წესების რამდენჯერმე შეხსენება
გაკვეთილის ბოლოს  მოსწავლეებს დავურიგე თვითშეფასების კრიტერიუმთა ჩამონათვალი რათა თითოეულ მოსწავლეს გაეანალიზებინა საკუთარი წვლილი ჯგუფური მუშაობის დროს .ვფიქრობ რომ შეფასების ეს ინსტრუმენტი ზოგადად მეხმარება ჯგუფში მუშაობის ინდივიდუალური პასუხისმგებლობების გაცნობიერებაში და კლასის ორგანიზების ამგვარი ფორმის დროსაც მოსწავლეებს ნაკლებად ეხარჯებათ ფუჭად დრო
გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა  და არ დამჭირდა კორექტივების შეტანა თუმცა ვფიქრობ რომ გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი რომელიც შემდგომი გაკვეთილების ჩატარებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინო
Ø  ნაკლებად ჩართული მოსწავლისთვის საჭირო იყო ინდივიდუალურად უნდა მიმეცა ინსტრუქციები მეტი ყურადღება დამეთმო რათა იგი ჯგუფის მუშაობაში აქტიურად ჩართულიყო
Ø  შეფასების უკუკავშირის დროს მოსწავლეებს განვუმარტო კონკრეტულად რაში დაიმსახურეს მათ შეფასება  და ეს არ გავაკეთო ზოგადი ფორმით
                                                                      













                                
                       


















воскресенье, 8 октября 2017 г.

პროექტი


  1. პროექტის სახელწოდება; ცაიში
  2. პროექტის მთავარი იდეა/თემა 1-2 წინადადება/^      მოსწავლეები გაეცნობიან ცაიშს,როგორც  რეკრეაციულ, მეურნეობის განვითარებისთვის ხელსაყრელ და ისტორიულ ადგილს
  3. პროექტის აქტივობა ;  ცაიშის მინერალური რესურსების გაცნობა,მისი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და პოპულარიზაცია, 
  4. პროექტის მიზანი:   მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, მშობლიური კუთხისადმი განსაკუთრებული, დადებითი განწყობის ჩამოყალიბება, კურორტის ფაქტობრივი უმოქმედობის პირობებში მოსახლეობის მიერ თერმული წყლების სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების გაცნობა
  5. მოსწავლის ასაკი:14 - 16 წ./მე -8-9 -10 კლასები.
  6. ვადები/ ხანგრძლივობა :2017 წლის 2 .11- 2.-12
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროექტები რაც შეიძლება შეიქმნას/:მოსწავლეები გაეცნობიან ცაიშის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას,აქ არსებული მინერალური რესურსების სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას, (სათბურები),ადგილობრივ მოსახლეობას,შექმნიან ფოტოკოლაჟს ცაიშზე და მოახდენენ მის პოპულარიზაციას ბლოგის გამოყენებით
  8. პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:საინფორმაციო ტექნოლოგიები, სხვადასხვა სახის ლიტერატურა,წყაროები 
  9. პროექტის მსვლელობა/ ძირითადი აქტივობა:პროექტი ითვალისწინებს კურორტის შესწავლს,ინფორმაციის შეგროვებას იქ ბუნებრივი პოტენციალის გამოყენებას მოსწავლეთა მიერ შემეცნებითი ექსკურსიების დაგეგმვასა და კვლევებს,ბუნებრივი პირობების დახასიათებას,მოსახლეობის სამეურნეო დასაქმებას,მოსწავლეები იმსჯელებენ კურორტის პერსპექტივებზე,თუ რაწვლილის შეტანა შეიძლება   კურორტის განვითარებაში;გაეცნობიან ცაიშის ეკლესიას-ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს,ეწვევიან ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმს და გაეცნობიან მის შემოქმედებას 
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:გეოგრაფია,ისტორია ,ხელოვნება,ქიმია,ამ საგნებში ეს პროექტი მოსწავლეეები გაიუმჯობესებენ ცოდნასა და უნარებს , 
  11. პ როექტის ხელმძღბანელი თეონა სართანია
  12. teosartania10@gmail.com
  13. teonasartania.blogspot.com

воскресенье, 24 сентября 2017 г.

გაკვეთილის გეგმა გეოგრაფიაში

თემა: მსოფლიო  ოკიანის  ეკოლოგიური   პრობლემები
მიზანი: მოსწავლე ჩემს მიერ მიწოდებული,ინტერნეტ სივრცით,საინფორმაციო ტექსტის და სხვა დამხმარე საშუალებებით მიღებული  ინფორმაციის საშუალებით შეძლებს დაახარისხოს  მსოფლიო ოკიანის ეკოლოგიური პრობლემები,გამოიკვლიოს პრობლემის გამომწვევი  მიზეზები და გამოთქვას ვარაუდი პრობლემის გადასაწყვეტად

მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები: 
გეო.11.3 მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი და ანთროპოგენური ხასიათის  გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა.


  • მოსწავლე აანალიზებს ეკოლოგიური პრობლრმის გამომწვევ მიზეზებს. ერთმაეთისაგან არჩევს ბუნებრივ და ანთროპოგენულ ფაქტორებს.                        
  • ასახელებს პრობლემის შედეგს და გამოთქვამს ვარაუდს,თუ რა მოხდება პრობლემის გადაუჭრელობის შემთხვევაში. ჩამოთვლის იმ ღონისძიებებს, რითაც შეიძლება მსოფლიო ოკისნის დაჭუჭყიანების შემცირება და ოკეანეში არსებული ცოცხალი ორგანიზმების შენარჩუნება.

წინარეცოდნა: მოსწავლეებმა იციან მსოფლიო ოკიანის მნიშვნელობა, აცნობიერებენ ეკოლოგიურ პრობლემებს,შეუძლიათ რუკის საშვალებით გაარკვიონ,თურომელ ოკეანეში რომელი სასარგებლო წიაღისეული მოიპოვება,აქვთ ინფორმაცია ორგანიზაციებზე რომლებიც ზრუნავენ მსოფლიო ოკიანის ეკოლოგიაზე.                    

შეფასება: შეფასება და თვითშეფასება, განმავითარებელი შეფასება–უკუკავშირი სიტყვიერი კომენტარი
განმსაზღვრელი–ანალიტიკური შეფაების რუბრიკა
თვითშეფასების კითხვარი მოსწავლეთათვის.
გასასვლელი ბილეთი.
სასწავლო მასალა და რესურსი: ინტერნეტ სივრციდან მოპოვებული მასალა, მსოფლიო ოკეანის მინერალური რესურსების რუკა, საინფორმაციო ტექსტი, ფორმატის ფურცლები, ფერადი ქაღალდები,,კალამი.

გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა 1: შესასვლელი ბილეთები - 10 წთ
აქტივობის მიზანი: გაკვეთილის მიზანს ვაკრავ დაფაზე, მოსწავლეთა მოლოდინების შექმნის მიზნით, შემდეგ ჩხირების მეთოდით  ვიწყებ წინარე ცოდნის გააქტიურებას კითხვა–პასუხი
კითხვები:
ა) რატომ უწოდებენ მსოფლიო ოკეანეს ,,ამინდის სამზარეულოს"?
ბ) ჩამოთვალეთ ნავთობისა და გაზის მოპოვების რეგიონები მსოფლიო ოკეანეში მინერალური რესურსების რუკის გამოყენებით?
გ) რატომ არის წყალი იაფი სანტრასპორტო საშუალება?
დ) რას ნიშნავს მსოფლიო ოკიანის ,,მკვდარი ზონები"?
აქტივობა 2  ცარიელი ბინგო ბარათი–გეოგრაფიული ტერმინები - 5 წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლე შეძლებს დაუკავშიროს ფაქტორები და მოვლენებს
აქტივობის აღწერა: ქვემოთ მოცემული შეავსეთ ბინგო ბარათის ცარიელი უჯრები. გაითვალისწინეთ, რომ,სიტყვები არ უნდა მეორდებიდეს და ასევე არ არის აუცილებელი ამ სიტყვების რაიმე განსაკუთრებული თანმიმდევრობით დალაგება. როდესაც წავიკითხავ ე.წ. ,,გასაღებს" მოძებნეთ შესაბამისი ტერმინი და ბინგოს ბარათზე X–ის სიმბოლოთი აღნიშნეთ. როცა თქვენ ბინგოს ცხრილში ერთ რიგში გექნებათ სამი X დაიძახეთ ბინგო
ტერმინები: იმო, მალიკურტულა, კონკრეცია, შელფი, გამტკნარება, ჰოლიდერი.

აქტივობა 3 მინილექცია სლაიდშოუს ჩვენებით 10 წ  მასალა ასახავს მსოფლიო ოკეანის ეკოლოგიურ პრობლემებს.
 აქტივობის მიზანი:მოსწავლეთა სესინტიურობის განვითარება
აქტივობის აღწერა: ფილმის ჩვენების შემდეგ ვუსვამ მოსწავლეებს კითხვებს
 ა)რატომ არის ნავთობის და ნავთობ პროდუქტების ჩაღვრა მსოფლიო ოკეანეებში საშიში?
  ბ)რა არის ნავთობი ,,ლაქა"?
 გ)რატომ უქმნის საფრთხეს ოკანეი ჩაღვრილი ნავთობი წყალში მცხოვრებ ორგანიზმებს ?
 დ)რა გზით შეიძლება ავიცილოთ თავიდა მსოფლიო ოკეანეი ნავთობის ჩაღვრა?
კითხვები ვიდეოს ჩვენებამდე წინასწარ გავაცანი მოსწავლებს მოლოდინები შექმნის მიზნით

აქტივობა 4 ჯიქსოუს ტექნიკა: 15წთ
მიზანი    :მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას მსოფლიო ოკეანის    დაბინძურების შესახებ  და შეძლებენ  ანალიზის გაკეთებას,გააცნობენ ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს და გააერთიანებენ იდებს.
აქტივობის აღწერა :მოსწავლეებს პირველ მეორე გათვლით ვყოფ ორ ჯგუფად,თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას წაკითხული საინფორმაციო ტექტის საფუძველზე მოსწავლეებმა უნდა წარადგინონ მსოფლიო ოკეანის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე  ინფორმაცია.საიდანაც უნდა გაანალიზონ თუ  რატო გაჭუჭყიანდა მსოფლიო ოკეანე და რა საფრთხის წინაშე დგას ოკეანის ფრორა და ფაუნა და რა გზებით შეიძლება თავიდან აცილება.გარკვეული დროის შემდეგ ჯგუფის წევრებს გადავაჯგუფებ რადგან სიახლე შეიტანონ ჯგუფში
 კვლევის ჩატარებისა უნდა იხელნმძღვანელონ  შემდეგი სქემით:
 საკვლევი კითხვა     
რატომ დაჭუჭყიანდა მსოფლიო ოკეანე
ინფორმაციის მოძიება (დაჭუჭყიანების მიზეზის გარკვევა)
კითხვაზე პასუხის გაცემა
იფორმაციის ანალიზი ინფორმაციის დამუშავება.
აქტივობის მიზანი:მოსწავლეები ჯგუფში დამუშავებენ ინფორმაციას,წარმოადგენენ წერილობითი ფორმით.
აქტივობის აღწერა: თითოეული ჯგუფი წარმოადგენს კვლევის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას პრეზენტაციის სახით.მოსწავლეებმა  შეიძლება წარადგინონ პრეზენტაციის დროს მათი ხელით დახატული ვიზუალური ლექსიკონი.
ვკეთებ განმავითარებელ შეფასებას კომენტარებით

აქტივობა 5:გასასვლელი ბილეთები 5წთ
 აქტივობის მიზანი:მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება გაკვეთილის ბოლოს
  აქტივობის აღწერა:მოსწავლეებს ვურიგებ ყვითელ,ლურჯ და ნაცრისფერ ფურცლებს
 ყვითელი ფურცელი–რა მოეწონათ მთელი გაკვეთილის მანძილზე
  ლურჯი ფურცელი–რაც უსარგებლო იყო მათთვის გაკვეთილზე
  ნაცრისფერი ფურცელი–რაც ბუნდოვანი იყო მოსწავლეებისთვის და საჭიროებს დახვეწას.

გამარჯობა მსოფლიო

,